Робота для біженців з України
ავტო ექსპრეს მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო ექსპრეს მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ავტორაიდერი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
შპს "ავტორაიდერი", საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპრეს მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის შოურუმში, შემოსული მომხმარებლისთვის საჭირო ზეთის და ფილტრის დროული მოძიება,
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის ასახვა პროგრამულად;
** რეალიზაციის ზრდაზე მაქსიმალური ზრუნვა;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
** ყოველი თვის დასაწყისში ინვენტარიზაცია და შედეგების მიწოდება ბუღალტრისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კატალოგთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა)

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე - ქსნის ქუჩისკენ მიმავალ სანაპიროზე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, + ბონუსი.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 2 დღე დასვენება
** ოთხშაბათი-შაბათი, 11:00-19:00;
** კვირა დღეს 9:30-17:00;

განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: t.karkarashvili@autorider.ge; info@autorider.ge მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე