Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: MAKET.GE
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
არქიტექტურული მოდელირების (მაკეტირების) კომპანია "Maket.ge" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა/დამუშავება.
** მასალების შერჩევა
** ფაილების მომზადება საჭრელად
** მიმდინარე პროექტებში ცვლილება/კორექტირების შეტანა საჭიროების შესაბამისად.
** მაკეტის მომზადების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** სავალდებულოა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3D max, ArchiCAD, AutoCAD.
** სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** კომფორტული როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის დროს
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორიენტირებული კომპანიის განვითარებაზე დროის მენეჯმენტის უნარით

სამუშაო პირობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** სტაბილური ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელმისამართზე: hr@maket.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე