|
დასახელება:
არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დეპარტამენტის ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე (თბილისში).
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა 2017 წლიდან.სადაზღვევო კომპანია, რომელიც სარგებლობს სანდოობით მომხმარებელს სთავაზობს ქონების, ავტომობილების, ტვირთების, აგრო და ჯანმრთელობის დაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტებს. კომპანია თანამშრომლობს AA-რეიტინგის მქონე საერთაშორისო გადამზღვეველებთან — SCOR, Hannover Re და Munich Re, რაც უზრუნველყოფს სადაზღვევო პორტფელის სტაბილურობასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
კომპანია უზრუნველყოფს მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ საიტს: https://igg.ge/ და გაეცნოთ კომპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
** საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების კომიტეტზე გადაცემა განსახილველად;
** დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მისი სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო შემთხვევის პირველადი შეფასება, საჭირო ქმედებების განხორციელება და დაზღვეულისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება დოკუმენტაციის მიღების შემდეგ;
** პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების კომიტეტზე გადაცემა განსახილველად;
** დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის;
** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** შესაბამის პროფილის პროვაიდერებთან (ავტო-ტექ.მომსახურების ცენტრები და ა.შ მოლაპარაკების წარმოება);
** ხარისხის მართვის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტონულ მისამართზე: vacancy@myigg.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას და გელოდებით!
|
|
|
|