Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ONÉTRADE
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
კომპანია "ONÉTRADE" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2024 წლიდან და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც სპეციალიზება განათების, ავეჯის, ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების მიწოდებაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (Sales Representative) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 (კვირაში ორი დღე დისტანციურად, სამი დღე ოფისიდან)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

პოზიციის მიზანი:

კომპანიის გაყიდვების გაძლიერება, ხარისხიანი ლიდების გენერირება და საპროექტო გაყიდვების გუნდის ეფექტურობის ზრდა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** გაყიდვების წარმომადგენელი პასუხისმგებელია პოტენციური და არსებული კლიენტების აქტიურ კომუნიკაციაზე, ბაზის განვითარებაზე და საპროექტო გაყიდვების გუნდის მხარდაჭერაზე.
** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის მართვა, განახლება და განვითარება
** აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია (cold & warm calls) ახალი კონტაქტების მოსაზიდად
** კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება და ინტერესის გენერირება
** შეხვედრების ორგანიზება და ჩანიშვნა საპროექტო გაყიდვების მენეჯერისთვის
** CRM სისტემაში მონაცემების ზუსტი და დროული ასახვა
** კლიენტების საჭიროებების პირველადი იდენტიფიკაცია და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება
** კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში)
** KPI-ების შესრულება (ზარები, შეხვედრები, კონვერსიის მაჩვენებლები და ა.შ.)
** ბაზრის მონიტორინგი და პოტენციური კლიენტების იდენტიფიკაცია
** გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაზიარება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება სატელეფონო გაყიდვების გამოცდილებას)
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა და KPI-ებზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
** CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება (უპირატესობა)
** პროაქტიულობა და სწრაფად სწავლის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და გამოცდილ გუნდთან მუშაობას
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიულ ტრენინგებს
** საერთაშორისო გამოფენებსა და საწარმოებში ვიზიტებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე hello@onetrade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე