Робота для біженців з України
ოპტიკური ქსელის სპეციალისტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თელავში.

სამუშაო აღწერილობა:

** მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი
** აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა
** მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი
** ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგრამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად
** აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება
** მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ავტომანქანის მართვის მოწმობა
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2026 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე