Робота для біженців з України
ქსელური არხის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელური არხის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.orbita.ge

შპს კომპანია ორბიტა აცხადებს ვაკანსიას ქსელური არხის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელური პარტნიორების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება;
** ახალი ქსელური ობიექტების მოძიება და პარტნიორობაში ჩართვა, პირობებზე მოლაპარაკება;
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება;
** კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი;
** ასორტიმენტის გაფართოების, სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქტის წარმოჩენის დაგეგმვა და მართვა;
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა);
** ანალიზი და რეპორტინგი;
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მარკეტინგული ინვენტარის ეფექტური გამოყენებისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** ქსელური ობიექტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** ქსელური ობიექტების დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულების კონტროლი;
** ბაზრის ტენდენციების და მოთხოვნების განსაზღვრა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
** აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
** კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებისა და შემდგომი ანალიზის პროცესებში მონაწილეობა.
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1C - ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ხელფასი: ხელფასის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქსელური არხის განვითარების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს კომპანია ორბიტამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს კომპანია ორბიტას ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე