|
დასახელება:
ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (ონლაინ/ტელეფონით/ადგილზე);
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია (Windows/MacOS);
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და განახლება;
** ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა და პირველადი გადაწყვეტა;
** მომხმარებლის ანგარიშების შექმნა/მართვა (AD, ელ.ფოსტა და სხვ.);
** IT ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი;
** ტექნიკური პრობლემების დოკუმენტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება IT მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება IT Support / Help Desk მიმართულებით (სასურველია);
** Windows გარემოს კარგი ცოდნა;
** საბაზისო ცოდნა ქსელებში (TCP/IP, LAN/Wi-Fi);
** Microsoft 365-ის ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა (სასურველია);
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|