Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=711553&print=yes&view=jobs
 
მიმღები - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება: 1000₾
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საწყობამდე
** კვება

ძირითადი ფუნქციები:

** საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან და განთავსება საწყობში განსაზღვრულ სივრცეში;
** საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება, დატვირთვა-გადმოტვირთვა;
** სატვირთო ავტომანქანების დატვირთვა საქონლით;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად, სასწორის მომზადება პროდუქციის ასაწონად და სასწორზე განთავსება;
** საწყობის და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება - ცარიელი პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას.
** საწყობის პროცესების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/iI0SpyJb
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია