|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯი არ სი
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)
მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე პასუხი;
** ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემთა ბაზის ფორმირება, გამოყენება Remarketing-ის მიზნით;
** CRM-ისათვის მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** ზარების სპეციალურ პროგრამაში მონაცემების ასახვა.
მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2026 წლის 12 აპრილამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ქოლ ცენტრის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|