|
დასახელება:
ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
Construction Service
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო დრო: სრული
** ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს http://cs.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო-ინდუსტრიული დანადგარების (შემდუღებელი აპარატები, ამწე-მექანიზმები, ჩარხები და სხვა სპეც-მოწყობილობები) ელექტრონული გამართულობის უზრუნველყოფა;
** საწარმოს შიდა ელექტროქსელის, გამანაწილებელი ფარების, ძრავებისა და მართვის სისტემების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;
** გეგმური და არაგეგმური სარემონტო სამუშაოების შესრულება, ელექტრონული გაუმართაობის მიზეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ახალი მოწყობილობა-დანადგარების ელექტროქსელში უსაფრთხოდ ჩართვა და ტესტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც)
** სასურველია საწარმოო ან ტექნიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** სამფაზიანი სისტემების, სამრეწველო ელექტროობისა და ელექტროსქემების წაკითხვის საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-"ელექტრიკოსი".
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883
ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge.
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|