Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=711463&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს http://cs.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** მსუბუქი ავტომობილების, სატრანსპორტო საშუალებების და მძიმე ტექნიკის (თვითმცლელები, ექსკავატორები და სხვა სპეც-ტექნიკა) ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
** ძრავის, სავალი ნაწილების, გადაცემათა კოლოფისა და ჰიდრავლიკური სისტემების აღდგენა;
** გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ჩატარება;
** ტექნიკური გაუმართაობის მიზეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე, კერძოდ მძიმე ტექნიკასთან, თვითმცლელებთან და სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის ნებისმიერი გამოცდილება;
** სასურველია ავტო-ელექტროობის საბაზისო ან პრაქტიკული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge

მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მექანიკოსი".

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883

ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge.

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია