Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=711260&print=yes&view=jobs
 
გერმანულენოვანი გუნდის ლიდერი უძრავი ქონების მართვაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი გუნდის ლიდერი უძრავი ქონების მართვაში
მომწოდებელი: ამელიკა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
1. გერმანულენოვანი გუნდის ლიდერი უძრავი ქონების მართვაში

ჩვენ, კომპანია "Amelika LLC", ვეძებთ უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ მსხვილ კლიენტთან სამუშაოდ გუნდის ლიდერს ჩვენი ახლად შექმნილი Property Management (უძრავი ქონების მართვის) გუნდისთვის.

ვინ ვართ ჩვენ:

კომპანია Amelika დაარსდა 2022 წელს გერმანელი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ, თბილისში და ამჟამად 7-კაციან გუნდს აერთიანებს. ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი თანამედროვე სამუშაო გარემოთი, არაიერარქიული სამუშაო პირობებით და გერმანული სამუშაო სისტემით. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა გერმანელ კლიენტებთან, ძირითადად ბუღალტრული მომსახურების სფეროში. ახალი პროექტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ვიღებთ პასუხისმგებლობას 1, 500 საცხოვრებელი ერთეულის სრულ მართვასა და მომსახურებაზე გერმანიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაქვს მრავალწლიანი გამოცდილება Property Management-ის (უძრავი ქონების მართვის) სფეროში
** უკვე გიმუშავია გერმანულ კომპანიებთან, იდეალურ შემთხვევაში უძრავი ქონების სფეროში, და გაქვს გერმანული საცხოვრებელი სამართლის (Mietrecht) საწყისი ცოდნა
** ფლობ გერმანულ ენას ძალიან კარგად, როგორც წერითი, ასევე ზეპირი კომუნიკაციის უნარით (მინიმუმ C1 დონე)
** მზად ხარ აიღო სრული პასუხისმგებლობა შენზე მინდობილ გუნდსა და პროექტზე
** შეგიძლია კლიენტის გეგმებისა და დავალებების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელება პრაქტიკაში

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში
** მიმზიდველ ანაზღაურებას, რომელიც შეესაბამება პასუხისმგებლობის დონეს
** World Class Fitness Center-ის წევრობას (საცდელი პერიოდის შემდეგ)
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს (8 საათი დღის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; განვითარების საწყის ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაო)
** მეგობრულ და სასიამოვნო გუნდს, რომელიც გერმანულ და ქართულ ენებზე საუბრობს
** საინტერესო მენეჯერულ პოზიციას მზარდ და პერსპექტიულ სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი ელფოსტაზე: jobs@amelikasolutions.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია