|
დასახელება:
გერმანულენოვანი თანამშრომელი უძრავი ქონების მართვაში
|
| მომწოდებელი:
ამელიკა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
1. გერმანულენოვანი თანამშრომელი უძრავი ქონების მართვაში
ჩვენ, კომპანია "Amelika LLC", ვეძებთ უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ მსხვილ კლიენტთან სამუშაოდ რამდენიმე გერმანულენოვან სპეციალისტს Property Management-ის (უძრავი ქონების მართვის) სფეროში.
ვინ ვართ ჩვენ:
კომპანია Amelika დაარსდა 2022 წელს გერმანელი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ, თბილისში. დღეს ჩვენ უკვე 7-კაციანი გუნდი ვართ. ვართ ახალგაზრდა გუნდი თანამედროვე სამუშაო მიდგომებით, არაიერარქიული სამუშაო გარემოთი და გერმანული სამუშაო სისტემით. ამჟამად ვმუშაობთ სხვადასხვა გერმანელ კლიენტებთან, ძირითადად ბუღალტრული მომსახურების სფეროში. ახალი პროექტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ვიღებთ პასუხისმგებლობას 1, 500 საცხოვრებელი ერთეულის სრულ მართვასა და მომსახურებაზე გერმანიაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფლობ გერმანულ ენას ძალიან კარგად, როგორც წერით, ისე ზეპირად (მინიმუმ C1 დონე)
** ხარ ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი
** გსურს გადამზადების შემდეგ დამოუკიდებლად იმუშაო და სრული პასუხისმგებლობა აიღო იმ ბინებზე, რომლებიც შენს მართვაში გადმოვა.
** არ გეშინია ციფრებისა და კონტრაქტების
** დიდი პლუსია, თუ უკვე გაქვს Property Management-ში მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე სამუშაო სივრცეს თბილისის ცენტრში
** მიმზიდველ ანაზღაურებას
** World Class Fitness Center-ის წევრობას (საცდელი პერიოდის შემდეგ)
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს (8 საათი დღის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
** მეგობრულ და სასიამოვნო გუნდს, რომელიც გერმანულ და ქართულ ენებზე საუბრობს
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი ელფოსტაზე: jobs@amelikasolutions.com
|
|
|
|