|
დასახელება:
რეზერვაციების აგენტი
|
| მომწოდებელი:
არტიზანი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
სასტუმრო "არტიზანი" აცხადებს ვაკანსიას: რეზერვაციების აგენტი რეზერვაციების დეპარტამენტში
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
** ანაზღაურება - 1400 ლარი
** დამატებით ბონუსური ანაზღაურება;
** უპირატესობები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებით უზრუნველყოფა, ულიმიტო კორპ. ნომერი
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში რეზერვაციებისა და მიმღების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილებას!
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული, აქტიური, პრეზენტაბელური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა.
** შეხვედრების, ღონისძიებებისა და ჯგუფური მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია.
** ბანკეტის/ღონისძიების პაკეტების შემუშავება და შეთავაზების გაგზავნა/გაყიდვა.
** ღონისძიების ჩატარების ადგილების, თარიღებისა და ტარიფების კონტროლი.
** ჯგუფური ხელშეკრულების გაფორმება და გადახდის პროცესის მონიტორინგი.
** ყველა დაგეგმილი ღონისძიების სრული ადმინისტრირება და შესრულება.
** ჯგუფური ჯავშნების მართვა, სტატუსებისა და კომენტარების ჩანიშვნა ვერ შემდგარ შეთანხმებებზე და მომავალში მათთან კომუნიკაციის აღდგენა.
** სასტუმროს ახალი დამკვეთებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სასტუმროში მეტი ჯგუფისა და ღონისძიებების მოზიდვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dberozashvili@artizanhotels.com, hr@artizanhotels.com, ან დაგვიკავშირდით 577717874. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|