Робота для біженців з України
საწყობის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ელმონტაჟი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მასალების/ინვენტარის მიღება - დასაწყობება და პროგრამულ უზრუნველყოფაში აღრიცხვა;
** მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე მასალებისა და ინვენტარის გაცემა და პროგრამულ უზრუნველყოფაში აღრიცხვა;
** პროექტებიდან მობრუნებული მასალისა და ინვენტარის დასაწყობება პროგრამულ უზრუნველყოფაში აღრიცხვა;
** საწყობიდან გასული და საწყობში მობრუნებული მასალებსა და ინვენტარზე შესაბამისი ზედნადების ატვირთვა პორტალზე. საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტის კორექტირება;
** შემოსული მოთხოვნების აკუმულაცია და რეპორტინგი;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი;
** პროექტებზე გახარჯული მასალების ჩამოწერა და ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** საწყობის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა;
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება.

გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** აუცილებელია საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, Outlook);
** საწყობის დაგეგმარების, FIFO/FEFO და ინვენტარიზაციის პროცესების საფუძვლიანი ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საწვავის ანაზღაურება;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ზრდა;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია "ელმონტაჟი"-მა დაამუშაოს თქვენი მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე