|
დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
BT Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია "BT Georgia" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე (2 500 ლარიდან)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
** მოთხოვნილი სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორე, კერძოდ, რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი მასალების მოცულობა და სპეციფიკაცია ობიექტებზე საჭირო მასალების რაოდენობასა და სპეციფიკაციას;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მონიტორინგი;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვ.);
** გუნდისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
** ხარჯების ოპტიმიზაცია.
აუცილებელი უნარები:
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
levbregvadze@gmail.com. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი".
|
|
|
|