Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=707502&print=yes&view=jobs
 
საწყობის მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00; შაბათი - 09:00-16:00; კვირა - დასვენება.
ანაზღაურება: 1200 ლარი
მისამართი: დიდი დიღომი, როსტევანის n 8.

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე
** მანქანის დატვირთვა

ძირითადი მოთხოვნები: თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მიმღები ოპერატორი".

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია