|
დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
დუე
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
დიზაინ სტუდია DUE აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც:
** იაზრებს კომპანიის ხედვასა და ესთეტიკას
** მუდმივად ეცნობა ინდუსტრიის სიახლეებს და არ უშინდება რთულ ან ახალ გამოწვევებს
** არის დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
** აქვს ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი
მოვალეობები:
** კონცეფციის დამუშავება (ესკიზები, მუდბორდები)
** 3D ვიზუალიზაციისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების მომზადება
** პროექტის სრულფასოვანი დოკუმენტაციის წარმოება
** შესრულების პროცესში ჩართულობა და ზედამხედველობა
** სარემონტო გუნდთან კომუნიკაცია და ვადების კონტროლი
მოთხოვნები:
** განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
** სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პროგრამების სავალდებულო ცოდნა: Autodesk 3ds Max (Corona), ArchiCAD, Adobe Photoshop
** საერთაშორისო ბრენდების, მასალებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ცოდნა
** დროის ეფექტური მენეჯმენტი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** ლოკაცია: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 17ა
** ანაზღაურება: ინდივიდუალური (კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, პორტფოლიო და ნახაზების ალბომი მისამართზე: Careers@duedesign.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ: რატომ გსურთ გახდეთ DUE-ს გუნდის წევრი და თქვენთვის სასურველი ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|