Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=707401&print=yes&view=jobs
 
მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
სამუშაო საათები: 11:00 - 23:00სთ, (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება);
დღიური ანაზღაურება: 100 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკვები პროდუქტებისა და სხვა მატერიალური მარაგების მიღება, ჩამოტვირთვა და გადატანა;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობისა და ვიზუალური მარაგების შემოწმება;
** პროდუქციის სწორად განთავსება საწყობში, მაცივრებში და სამაცივრე კამერებში;
** ტვირთის გადატანისას უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მარაგების გადაადგილება სამზარეულოსა და სამუშაო ზონებში მოთხოვნის შესაბამისად;
** საწყობის და დამხმარე სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
** დაზიანებული, გაფუჭებული ან ვადაგასული პროდუქციის შესახებ ხელმძღვანელი პირის დროული ინფორმირება;
** საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მეილზე: askanelifalestra.hr@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია