Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=707400&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 22 მარტი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

პირობები:

ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ, თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან.

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება.

ძირითადი მოვალეობები:

1. შესყიდვების პროცესის მართვა და კონტროლი

** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად კომპანიის შესყიდვების პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი, მათი კანონმდებლობასთან და შიდა წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ელექტრონული ტენდერებისა და შესყიდვების სპეციალური წესით გათვალისწინებული ელექტრონული პროცედურების დაგეგმვისა და ჩატარების უზრუნველყოფა, პროცესის კოორდინაცია, კანონმდებლობასთან და შიდა წესებთან შესაბამისობის კონტროლი.
** შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად პირდაპირი შესყიდვების პროცესის ორგანიზება, მიმწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა/კოორდინაცია და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა.
** გამარტივებული შესყიდვების პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.
** დამკვეთი სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული განაცხადების საფუძველზე შესყიდვის ობიექტის პარამეტრების განსაზღვრის პროცესის კოორდინაცია და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** შესყიდვების პროცესის ცალკეულ ეტაპებში უშუალო მონაწილეობა, მათ შორის, მიმწოდებლებთან მოლაპარაკებებში ჩართულობა და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება პროცესის ეფექტიანი წარმართვის მიზნით.
** შესყიდვების პროცესების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პროცესების გაუმჯობესების ინიცირება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების (ბაზრის კვლევა, ფასთა გამოკითხვა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და სხვ.) შესრულების კოორდინაცია და კონტროლი.
** სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადებებისა და მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების კანონმდებლობასთან და შიდა წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** შესყიდვების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთებისა და დოკუმენტირების უზრუნველყოფა.
** შესყიდვების პროცესში შესაძლო ფინანსური, სამართლებრივი და ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ღონისძიებების ინიცირება კომპეტენციის ფარგლებში.

2. დეპარტამენტის მართვა

** შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, მათ შორის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამუშაო გეგმების შემუშავება.
** დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის სამუშაოების გადანაწილება, დავალებების დელეგირება, შესრულების მონიტორინგი და კოორდინაცია.
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის შეფასება და მოტივაციის მხარდაჭერა.
** დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, დავალებების გადანაწილება.

3. ანალიტიკა, დაგეგმვა და რეპორტინგი

** კომპანიის შესყიდვების გეგმის შედგენის უზრუნველყოფა, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და კონსოლიდაცია.
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში შესაბამისი მიმართულებებით ინფორმაციის მიწოდება საქონლისა და მომსახურების სავარაუდო ფასების შესახებ.
** შესყიდვების პროცესში მიღებული ეკონომიის ანალიზი, დინამიკაში დაკვირვება და შესაბამისი რეპორტინგის მომზადება.
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი დოკუმენტაციის განთავსების პროცესის მონიტორინგი.
** შესყიდვების დასრულების შემდეგ მიღებული უკუკავშირის ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების ინიცირება.

4. სხვა

** აუდიტთან თანამშრომლობა შესყიდვების დოკუმენტაციის წარდგენისა და განმარტებების მიწოდების ნაწილში.
** საერთაშორისო და ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და განვითარება.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მიმართულებით: იურიდიული, სახელმწიფო მართვა, ბიზნესის მართვა/ადმინისტრირება, ეკონომიკა, საინჟინრო;
** მაგისტრის ხარისხი რომელიმე ზემოაღნიშნული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გამოცდილება:
** არანაკლებ 7 წლის პროფესიული გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციაში;
** არანაკლებ 3 წლის გამოცდილება მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ენერგეტიკის სექტორში ან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ენები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საქმიანობის სათანადოდ განხორციელებისთვის საჭირო დონეზე;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ცოდნა და უნარები:

** შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
** შესაბამის პლატფორმებზე მუშაობის ცოდნა;
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
** ERP და მსგავსი სისტემების ადვილად ათვისების უნარი მომხმარებლის დონეზე;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კონტრაქტის პირობების ანალიზის უნარი;
** ბაზრის კვლევის და მომწოდებლების შეფასების უნარი.

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft Office (Excel, Word, PowerPoint, Outlook)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი;
** რისკების შეფასებისა და მართვის უნარი.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 22 მარტისა, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია შესაძლოა, არ იქნას განხილული.

შენიშვნა:

** კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია