|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სარეკლამო კომპანია დეიზი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
სარეკლამო საწარმო "დეიზი", რომელიც უკვე 24 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. კომპანიის წარმატება ეფუძნება პროფესიონალ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.
პოზიცია- შესყიდვების მენეჯერი
"დეიზის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
** გარე რეკლამის დამზადება
** პრომო პროდუქციის წარმოება
** პოლიგრაფიული მომსახურება
** ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა
** დიზაინის მომსახურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი - თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. №49
** სუბორდინაცია - ექვემდებარება ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელს
** დაქვემდებარებაში ჰყავს - მძღოლი/მომმარაგებელი
** ანაზღაურება - 2000-2500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ყოველდღიური საჭიროებების შესაბამისად მასალებისა და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადებების მიღება და შედარება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** საწყობში არსებული ნაშთების მონიტორინგი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
** მძღოლი/მომმარაგებლის კოორდინაცია მასალების ტრანსპორტირებისთვის;
** საწყობის მარაგების აღრიცხვის კონტროლი;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების მენეჯერი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ, რომ შპს "დეიზი" კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 6
თვის ვადით. თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე: hr@daisy.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|