|
დასახელება:
ხაზინის უფროსი
|
| მომწოდებელი:
გირო კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 01 აპრილი
|
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა - პრიორიტეტულია MS Exce;
ძირითადი მოვალეობები:
** ოპტიმალური, კონკურენტუნარიანი და მოგებაზე ორიენტირებული ვალუტის გაცვლის კურსების განსაზღვრა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება დამსაქმებლის ფილიალებისთვის;
** Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გარიგებების დადებისას დამსაქმებელი კომპანიის სალაროს შესაძლებლობის/მდგომარეობის/ნაშთის გათვალისწინება;
** დამსაქმებლის ფილიალების ინკასაციის საჭიროების დადგენა და დავალებების გაცემა შესაბამის პირებზე ინკასაციის შესახებ;
** კლიენტებთან; პოტენციურ კლიენტებთან და შემთხვევით შერჩევით, სავალუტო და არასავალუტო ბაზარზე აქტიურ მესამე პირებთან მუდმივი კომუნიკაცია, ფულადი საოპერაციო მომსახურების შეთავაზების გზით, მათი მოზიდვის მიზნით;
** დამსაქმებლის ფილიალებში ლიმიტების კონტროლის განხორციელება;
** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით, წესების, პოლიტიკის, ბრძანების, მითითებების შესრულება.
პიროვნული უნარები:
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხაზინის უფროსი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
|
|
|
|