|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
დელიკატესების მაღაზია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
პრემიუმ ხარისხის ხორცისა და თევზის დელიკატესების მაღაზიისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ. #44
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება 1600 ლარი
ჩვენ ვეძებთ მზარეულს.
რას გააკეთებთ:
** ისეთი კერძების მომზადება, რომლებიც ჩვენს სტუმრებს ისევ და ისევ დააბრუნებს ჩვენთან.
** ხარისხისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.
** ახალი ტექნიკისა და რეცეპტების შესწავლა.
** პროდუქტის ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი.
რას ველით თქვენგან:
** სამზარეულოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენ მზად ვართ შეგასწავლოთ.
** თქვენი საქმისადმი გატაცება.
** სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება.
** სწრაფი ტემპით მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასი.
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: Kordzakhya.k@kliongroup.com ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|