Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=707331&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ბლოქსი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ქმნის თანამედროვე, კომფორტულ და ხარისხიან საცხოვრებელ სივრცეებს. ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, მწვანე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

ვაკანსია: არქიტექტორი
კომპანია: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ბლოქსი"
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 19
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა
** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
** არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა
** პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების განხილვა
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპში მონაწილეობა
** ნახაზების მომზადება სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების (მათ შორის №41 დადგენილება) გათვალისწინებით
** მომიჯნავე სპეციალისტებთან თანამშრომლობა (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.)
** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შემთხვევაში
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** მრავალბინიან საცხოვრებელ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა
** AutoCAD, Revit და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** Photoshop-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@blox.ge და ელ. წერილის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი".

დამატებითი ინფორმაცია:

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, რომ კომპანია "ბლოქსი"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია