Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი (გადაუდებელი დახმარების, ქირურგიის და მულტიპროფილურ დეპარტამენტებში).

სავალდებულოა:

** საშუალო სპეციალიზებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
** ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
** მონაწილეობა დეპარტამენტის სამედიცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
** საექთნო პროცედურების შესრულება;
** ასეპტიკა, ანტისეპტიკის დაცვა;
** პროცედურის დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
** დეპარტამენტში საავადმყოფოს შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება
** ექთანთა უწყვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

სამუშაო გრაფიკი: დღის ან მორიგის (16 და 24 საათიანი საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ).
მისამართი: ბათუმი, ნ. გოგოლის შესახვევი N2

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 აპრილი.

ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე