Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=707243&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

კომპანია "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: 5 000 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა/დამუშავება;
** ბუღალტრული ოპერაციების შესაბამისობის და კანონიერების კონტროლი, აღრიცხვის დისციპლინის დაცვა;
** შიდა კონტროლის სისტემის შემუშავება/მართვა;
** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური იჯარის ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი;
** წარმოებისა ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** სოფლის მეურნეობის ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში;
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა და შესაბამისი გატარებების კონტროლი პროგრამაში;
** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** საგადასახადო კანონმდებლობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** პროფესიული სერტიფიკატების ფლობა ACCA ან/და CPA.
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებთან (MC NAV) მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დავალებების ეფექტურად მართვის უნარი (მულტითაქსინგი).

გთხოვთ რეზიუმე წარმოადგინეთ ქართულ ენაზე.

ახალი თანამშრომელი რომელიც წარმატებით გაივლის 6-თვიან გამოსაცდელ ვადას, კომპანიის მხრიდან, წახალისების მიზნით, მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია