Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი
მომწოდებელი: გერგილი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 17 მარტი
გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სტაჟიორის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: მხარეთა შორის მოლაპარაკების შესაბამისად

მოთხოვნები:

** სასურველია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი;
** სასურველია ინგლისური ენის (B1-B2 დონე) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა;

ფუნქციები:

** მონაწილეობა მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხების შემუშავებაში:
** კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლის შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი;
** ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
** კანონმდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
** დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 მარტი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n.shavlakadze@gergili.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე