|
დასახელება:
ბარისტა-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Brunch By Gastronome
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
ძირითადი მოვალეობები:
** ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებლების კონსულტაცია
** ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება
** ფრეშების სხვადასხვა სახეობების მომზადება
** სენდვიჩის მომზადება
** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
** ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
** ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გამართული მეტყველება
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 მარტამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ "შპს გასტრონომ ბრანჩი" შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|