Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: DMG Development
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"DMG Group" მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.

"DMG Development", როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.

"DMG Development" აგრძელებს ზრდას და გუნდში იწვევს მოტივირებულ, გამოცდილ პროფესიონალს ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და ფინანსური დოკუმენტაციის მართვა;
** ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად;
** შესყიდვებისა და რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში ასახვა და მონიტორინგი;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება და დეკლარაციების მომზადება;
** მენეჯმენტისთვის, ინვესტორებისთვის, კრედიტორებისა და აუდიტორებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის დროული მომზადება;
** ინტერნეტ-ბანკინგისა და საბანკო გადარიცხვების მართვა

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია "ორისი"-ში მუშაობის გამოცდილება);
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** IFRS-ის, ადგილობრივი ბუღალტრული სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მონაწილეობა მაღალი სტანდარტის, უნიკალურ დეველოპერულ პროექტებში;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების პროგრამები;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: careers@dmg-group.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიემჯი დეველოპმენტის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ უარი თქვათ მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელფოსტაზე careers@dmg-group.ge. თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, თქვენი მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე