|
დასახელება:
ინჟინერ-კონსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
არტ იდეა ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
საპროექტო ორგანიზაცია "არტ-იდეა ჯგუფი" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინჟინერ-კონსტრუქტორს.
ძირითადი მოვალეობები:
** მცირე არქიტექტურული ფორმების (ღობე, მაგიდა, სკამი, ფანჩატური) კონსტრუქციული ნახაზების მომზადება;
** საყრდენი კედლების მზიდუნარიანობის ანგარიში და დაპროექტება;
** სამონტაჟო დეტალების განშლებისა და კვანძების ნახაზზე დატანა;
** სამშენებლო და სამონტაჟო მასალების დათვლა.
რას მოვითხოვთ თქვენგან:
** განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, ArchiCAD, Lira (ან მსგავსი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საპროექტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ანაზღაურება: 2000 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.
განაცხადის მიღება: დაინტერესების შემთხვევაში, CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr.artidea2015@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|