|
დასახელება:
ოფისის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ჰაიტექ სერვისები
|
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
"HiTech Services" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თელავი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: 800₾
კომპანიის შესახებ:
"HiTech Services" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება უსაფრთხოების სისტემების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების, სახანძრო სიგნალიზაციის, ჭკვიანი სახლის სისტემებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მონტაჟსა და მომსახურებაში.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე, საიმედო და პროფესიონალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს როგორც კერძო, ისე კომერციული ობიექტებისთვის.
პოზიციის აღწერა:
"HiTech Services" ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს ოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პოზიცია მოიცავს ყოველდღიური საოფისე პროცესების ორგანიზებას, მომხმარებელთან კომუნიკაციას და პროდუქციის მარაგების კონტროლს.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებლის კონსულტაცია
** მომხმარებლის მოთხოვნების დაფიქსირება და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება
** ოფისში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი
** შეკვეთების და მიწოდების პროცესის კოორდინაცია
** დოკუმენტაციისა და საოფისე ფაილების მართვა
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** სწრაფად ათვისების უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და ატვირთოთ CV შემდეგ ბმულზე: https://hitech.ge/careers
|
|
|
|