|
დასახელება:
სამედიცინო ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა ჰელსიკორი
|
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკას" ესაჭიროება სამედიცინო ინჟინერი თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** პასუხისმგებელია კლინიკაში არსებული სამედიცინო ტექნიკის გამართულობაზე და სრულფასოვნად ფუნქციონირებაზე;
** კლინიკის მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვების დაგეგმვა, სხვადასხვა სახის საჭირო რესურსების მომარაგება;
** ნებისმიერი დანადგარის (და/ან საქონლის) საუკეთესო მდგომარეობაში შეძენა, შენარჩუნება;
** მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ტექნიკის უმოკლეს დროში შეკეთება;
** კლინიკაში არსებული ტექნიკის აღრიცხვა, მეთვალყურეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება;
** სასურველია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება სამედიცინო სექტორში;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.
პირობები:
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურება: 2000 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 25 მარტამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
|
|
|
|