Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=706140&print=yes&view=jobs
 
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დეპ-ის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დეპ-ის კოორდინატორი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას კემბრიჯის პროგრამის (IX-XII კლასები) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დეპარტამენტის კოორდინატორის პოზიციაზე.

"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

ჩვენ ვეძებთ დინამიკურ და დეტალებზე ორიენტირებულ პროგრამის კოორდინატორს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს აკადემიური და კლასგარეშე პროგრამების დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. უზრუნველყოფს, რომ ყველა ინიციატივა შეესაბამებოდეს კემბრიჯის საერთაშორისო სტანდარტებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებას და წვლილს შეიტანს სკოლის მისიის შესრულებაში.

სამუშაო განაკვეთი - სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
** გამოცდილება პროგრამის კოორდინაციაში, სკოლის ადმინისტრირებაში ან Cambridge International-ის სასწავლო გეგმის განხორციელებაში;
** Cambridge International-ის სტანდარტებისა და შესაბამისობის მოთხოვნების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2/2 დონე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კემბრიჯის სასწავლო გეგმისთვის აკადემიური პროგრამების შემუშავება და მართვა;
** კლასგარეშე აქტივობების, კლუბების და სპეციალური პროექტების კოორდინაცია;
** კემბრიჯის საერთაშორისო მოთხოვნების დაცვა;
** მასწავლებლებს, ადმინისტრაციას, მშობლებსა და გარე პარტნიორებს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულება;
** პროგრამის მიზნების, გრაფიკისა და მოლოდინების შესახებ კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან;
** სემინარების, ტრენინგების და ღონისძიებების ორგანიზება სტუდენტების სწავლის გასაუმჯობესებლად;
** მოსწავლეების პროგრამაში მონაწილეობისა და მათი პროგრესის თვალყურის მონიტორინგი;
** პერსონალის, სტუდენტებისა და მშობლებისგან უკუკავშირის მიღება და მათი ანალიზი;
** სკოლის ხელმძღვანელობისთვის პროგრამის ეფექტურობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროგრამის ბიუჯეტის, რესურსებისა და ლოჯისტიკის მართვა;
** დოკუმენტაციის მართვა და ანგარიშების მომზადება;
** დაიცვას Cambridge International-ის ანგარიშგების მოთხოვნა გამოცდებისთვის მზადების პერიოდში;
** იმუშაოს სკოლის თანამშრომელთან ერთად საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად;
** მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროგრამების სასწავლო გეგმაში ინტეგრირებისთვის;
** გამოცდების ოფიცრებთან და სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია გრაფიკების შეთანხმების მიზნით;
** დამხმარე პერსონალის ან მოხალისეების ზედამხედველობა, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ეთიკური სტანდარტები;
** ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი.

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ფოტოსურათი ¾-ზე;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა;
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატორი პირების მითითებით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა: https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

"იუჯი სკოლაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იუჯი სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.

"იუჯი სკოლაში" შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია