|
დასახელება:
რეკრუტერი
|
| მომწოდებელი:
ტერავიტა +
|
|
გამოქვეყნდა: 06 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
ტერავიტა+ — დინამიურად განვითარებადი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბადების) გაყიდვასა და მიწოდებაში. ჩვენ ვქმნით ძლიერ და ერთიან გუნდს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კომპანიის შესახებ:
პოზიცია: რეკრუტერი
სამუშაო პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში: 1000 ლარი
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ: 1200 ლარი
** დამატებითი ყოველკვირეული ბონუსი — 50 ლარი,
** იმ შემთხვევაში, თუ დაკომპლექტებულია მინიმუმ 15 კანდიდატისგან შემდგარი ჯგუფი
** (და სასწავლო პროცესის ბოლომდე მიდის არანაკლებ 30%)
** სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისის ოფისი, ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით (შეთანხმებით)
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების, ლოჯისტიკისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებებისთვის თანამშრომლების მოძიება და შერჩევა
** ვაკანსიების განთავსება რეკრუტინგ პლატფორმებზე და გამოხმაურებებთან მუშაობა
** სატელეფონო და პირისპირ გასაუბრებების ჩატარება, კანდიდატების შეფასება
** დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა მოთხოვნების დაზუსტების მიზნით
** ახალი თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გადაცემა პასუხისმგებელი პირისთვის rs.ge-ზე რეგისტრაციისთვის
** კანდიდატების ბაზის მართვა და შერჩევის პროცესის ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რეკრუტინგში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია გაყიდვებში ან FMCG სექტორში)
** ძლიერი კომუნიკაციური უნარები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კანდიდატების მონაცემთა ბაზებთან და ონლაინ პლატფორმებთან ეფექტურად მუშაობის უნარი
** განვითარებისა და კომპანიასთან ერთად ზრდის მოტივაცია
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ოფიციალურ დასაქმებას და სტაბილურ ანაზღაურებას
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის შიდა ტრენინგებსა და სწავლას კომპანიის ხარჯზე
** გამჭვირვალე ბონუსურ სისტემას წარმატებული რეკრუტინგისთვის
** მონაწილეობას კომპანიის კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებასა და ტერავიტა+-ის ბრენდის განვითარებაში
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე info@teravita.app
|
|
|
|