|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოთნიელი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
ვინ ვართ ჩვენ:
შპს "ოთნიელი" არის ბათუმში დაფუძნებული ერთ-ერთი მოწინავე იურიდიული კომპანია, რომლის საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო, ბიზნეს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებს.
ჩვენი იურიდიული ოფისი გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობებს
მაღალი დონის შეხვედრებში ჩართულობას
გამოცდილების მიღებას, განსაკუთრებით, უცხოელი ინვესტორებისა და სხვა კატეგორიის მომხმარებლებთან ურთიერთობაში
ჰარმონიულ და მაღალპროფესიულ გარემოს
შპს "ოთნიელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-18:00
ანაზღაურება: 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
ხელშეკრულების ვადა: 6 თვე
უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქციები:
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
** ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
** ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
** ოფისის დიასახლისის სუპერვიზია და კონტროლი.
** მომხმარებლებისთვის კომპანიის ინვოისების გამზადება, მეილით ან სოციალური პლატფორმებით ინფორმირება.
** უშუალო ზედამხედველის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, AI);
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
** გამართული წერის უნარი
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთხოვთ გამოაგზავნოთ თვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: l.sepherteladze@othniel.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|