|
დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.
"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული (6 დღიანი სამუშაო კვირა) კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** განათლება, უმაღლესი ან პროფესიული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვებისთვის აქციების დაგეგმვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
** შეთავაზების კატალოგების მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის;
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ნორმირებულ სამუშაო განაკვეთი;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე hr@bilioni.ge . გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი".
მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|