Робота для біженців з України
ტალმანი/ბროკერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალმანი/ბროკერი
მომწოდებელი: 166 ლოგისტიკს
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"166 ლოგისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ტალმანი/ბროკერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ფოთი, საქართველო
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი. ფორს-მაჟორის შემთხვევაში იშვიათად შაბათსაც)
ხელფასი: ფიქსირებული 700-750 აშშ დოლარი (გამოცდილების მიხედვით)

ვეძებთ ორგანიზებულ ტალმანს/ბროკერს, რომელიც მართავს და კოორდინაციას გაუწევს ტერმინალის ოპერაციებს ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის გადატვირთვის ოპერაციების ზედამხედველობა და კონტროლი
** ტერმინალთან კოორდინაცია, ტვირთის/კონტეინერების მიღება და გადატვირთვის დაგეგმვა
** საბაჟო პროცედურების (იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი) მართვა და კონტროლი
** მძღოლებთან კოორდინაცია
** მძღოლების სტრუქტურირებული ბაზის შექმნა და განახლება
** ტვირთის შეუფერხებელი და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა

მოთხოვნები და უნარები:

** პორტში, ტერმინალში ან ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საბაჟო პროცედურების ცოდნა
** ძლიერი ორგანიზაციული და საკოორდინაციო უნარები
** პრობლემების ოპერატიულად და სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** კომპიუტერული საბაზისო ცოდნა (Excel, ელფოსტა, რეპორტინგი)
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოქმედი მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი

აღნიშნული პოზიცია მოითხოვს სრულ განაკვეთზე ფიზიკურ ყოფნას ფოთში სამუშაო საათების განმავლობაში.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება პოზიციის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: s.tchanturia@166.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ტალმანი/ბროკერი".

სათაურის გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე