Робота для біженців з України
ინჟინერი-მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი-მშენებელი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერი-მშენებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება;
** ტენდერისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სპეციფიკაციების მომზადება;
** პროექტების ნებართვების/შეთანხმებების მიღების პროცესში მონაწილეობა და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
** წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა №2) შემოწმება;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** რენდერების, ვიზუალიზაციებისა და მარტივი სამუშაო ნახაზების/სქემების შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობა;
** საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამუშაო მასალების მომზადება და დაზუსტება პროექტის განხორციელების ეტაპებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ან მონათესავე;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვით დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და მომზადების უნარი;
** არქიტექტურულ/საინჟინრო გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (AutoCAD ან ანალოგიური);
** საოფისე პროგარამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი;
სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.03.2026
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ინჟინერ-მშენებელი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე