|
დასახელება:
საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზრის კვლევა და მომწოდებლებისა და მწარმოებლების ანალიზი;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მსხვილი მომწოდებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
** მომწოდებლებისა და მათი პროდუქციის დეტალური შესწავლა არსებული სტანდარტებით განსაზღვრული მახასიათებლების მიხედვით და მათგან პროდუქციის ნიმუშების გამოთხოვა;
** მიღებული ნიმუშების შერჩევა კომპანიის საფასო პოლიტიკის, მარეგულირებლის/კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული და მარკეტინგული კრიტერიუმების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით მიღებული ნიმუშების ხარისხის მართვის მენეჯერისთვის მიწოდება ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფისთვის;
** ტესტირებისთვის მიღებული პროდუქციის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბოლოო ვარიანტების შერჩევა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და კონტრაქტის გაფორმების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომლობა დიზაინერთან საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტის შეფუთვისა და ბრენდინგის საკითხებზე;
** მარაგების ჯგუფთან ერთად ნაშთების კონტროლი;
** ალტერნატიული მომწოდებლების უწყვეტი კვლევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება PL განვითარების მენეჯერის, იმპორტის მენეჯერის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
** აუცილებელია საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება.
** MS Office (Word, Excel, PowerPoint)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა - ჩაითვლება უპირატესობად).
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების განვითარების მენეჯერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10.03.2026
გისურვებთ წარმატებებს!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|