Робота для біженців з України
მაღაზიის მტვირთავი - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მტვირთავი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ: Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia

ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის მტვირთავის პოზიციაზე გურჯაანში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღებაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
** პროდუქციის დათვლაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
** პროდუქციის დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის გაცემა და ნაშთების კონტროლი;
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება.
** მაღაზიის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და მაღაზიის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის დახმარება საწყობის ფუნქციონირების გამართულად მუშაობის მიზნით;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;

ანაზღაურება: 800 ლარი (NET).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიის საწყობში მტვირთავი გურჯაანში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე