Робота для біженців з України
ტენდერი ტურისტული სააგენტოს მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტურისტული სააგენტოს მომსახურებაზე
მომწოდებელი: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
თანდართული ფაილი: 701974_notary_7145957.zip
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს კონკურს ტურისტული სააგენტოს მომსახურების (ავაიბილეთები, დაჯავშნა/სასტუმროს მომსახურების მომსახურება, ტრანსფერი/აეროპორტი-სასტუმრო და პირიქით, შიდა სატრანსპორტო მომსახურება/ტრანსპორტის დაქირავება, სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა, სავიზო/სააპლიკაციო და სხვა გაუთვალისწინებელი თანმდევი მომსახურება) 2026 წლის განმავლობაში შესყიდვაზე.

2026 წლის განმავლობაში მიმწოდებელთან გაფორმდება წლიური ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებით 150 000 ლარის ოდენობით.

კონკრეტული შესყიდვების ეტაპობრივი განხორციელებისას მიმწოდებლის მიმართ განხორციელდება ანგარიშსწორება ყოველ ცალკეულ შესყიდვაზე საპრეისკურანტო ღირებულების შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვით.
შემსყიდველი არ არის ვალდებული, ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განახორციელოს გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის სავარაუდო ღირებულების შესყიდვები.

შესყიდვის ობიქტს წარმოადგენს 2026 წლის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნით და მასთან შეთანხმებით არანაკლებ 14 სამუშაო დღით ადრე ტურისტული სააგენტოს მომსახურების (ავაიბილეთები/წინასწარი რეგისტრაცია - chek in-chek out, დაჯავშნა/სასტუმროს მომსახურების მომსახურება, ტრანსფერი/აეროპორტი-სასტუმრო და პირიქით, შიდა სატრანსპორტო მომსახურება/ტრანსპორტის დაქირავება, სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა, სავიზო/სააპლიკაციო და სხვა გაუთვალისწინებელი ტურისტული მომსახურებები) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ოდენობით შესყიდვა.

თითოეულ მომსახურებაზე ურთიერთშეთანხმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უზრუნველყობს მომსახურების (ავიაბილეთების, სასტუმროს ჯავშანი, ტრანსფერი, სამოგზაურო დაზღვევა, ტრანსპორტის დაქირავება ა სხვა) მიღებისათვის საჭირო ღირებულების გადახდას.

მიმწოდებელმა სახელშეკრულებო პერიოდზე უნდა გამოყოს საკონტაქტო/კოორდინატორი პირი. მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, წერილობითი (ელექტრონულად) სახით.

მიმწოდებელმა უნდა შეავსოს/წარმოადგინოს ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) გასაწევ მომსახურებაზე.

ინფორმაცია მიმწოდებლის გამოცდილების შესახებ.

მიმწოდებელს კონკურსის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ (ებ)ი (არსებობის შემთხვევაში), ანგარისწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან/და შემსყიდველის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ (ებ)ი).
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ დანართის მიხედვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე