Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Format Fit
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
შპს "Format Fit" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"Format Fit" — პრემიუმ ფიტნეს სივრცე — ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ობიექტის უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფიტნეს სივრცის უსაფრთხოების კონტროლი ღამის საათებში;
** მომხმარებელთა შესვლა/გამოსვლის მონიტორინგი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** ბარის მარტივი ოპერაციების შესრულება;
** დარბაზის წესრიგისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სმენის დასრულებისას შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** სალაროსთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე ღამის ცვლა (22:00-09:00)
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
სამუშაო ადგილი: დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, "მწვანე ალმასის" კომპლექსი.

შეთავაზება:

** უფასო სავარჯიშო აბონემენტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ფასდაკლებები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@formatfit.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია — "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე