Робота для біженців з України
რეგიონული კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
თანდართული ფაილი: 693417_Attachment_9157136.rar
საქართველოს უნივერსიტეტი (UG) გთავაზობთ გახდეთ რეგიონული კოორდინატორი ქალაქ ბათუმში.

ვინ ვართ:

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 10 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული წარმომადგენლობის მართვა;
** უნივერსიტეტის საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება რეგიონში;
** აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრების, ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება; რეგულარული კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან: სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაცია, ახალგაზრდული ცენტრები;
** ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაღრმავება, მათთვის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული შეთავაზებების გაცნობა;
** აბიტურიენტების უნივერსიტეტის შესახებ ინფორმირება, მათი მოტივაციის გაძლიერება და უნივერსიტეტში ჩართვის ხელშეწყობა;
** რეგიონული ღონისძიებების შესახებ ანგარიშების მომზადება და უნივერსიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდთან კოორდინაცია;
** უნივერსიტეტის პოზიტიური იმიჯის მხარდაჭერა და გავრცელება რეგიონში;
** ადგილობრივ მედია-საშუალებებთან კომუნიკაცია და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** ბაკალავრის ხარისხი განათლების მენეჯმენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის/ჟურნალისტიკის (ან მომიჯნავე სფეროს), ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტების მართვის, ან განათლების პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ორგანიზებისა და ღონისძიებების დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გამოცდილება;
** ადგილობრივი საგანმანათლებლო გარემოს და რეგიონული კონტექსტის ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და ცენტრალურ ოფისთან ეფექტური კოორდინაცია;
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების (MS Office) და დისტანციური არხების გამოყენების ცოდნა;

სამუშაო დრო: დისტანციური 09:00 -18:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: რეგიონული კოორდინატორი ქალაქ ბათუმში.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა.

პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე