|
დასახელება:
საერთაშორისო ბანკისთვის უფროსი მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
HR აუთსორსინგ კომპანია "One Point" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბანკისთვის უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
** ანაზღაურება: 2 000 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბანკის სტანდარტებისა და შიდა პროცედურების შესაბამისად სალაროს გახსნა და დახურვა;
** საცალო კლიენტებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნა;
** ნაღდი ფულით ოპერაციების განხორციელება ანგარიშებიდან და ანგარიშებს შორის: თანხის შეტანა, გამოტანა, ვალუტის გაცვლა (ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები/SWIFT);
** სადეპოზიტო მომსახურება: ვადიანი დეპოზიტისა და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა საბანკო პროგრამაში, შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** კლიენტებისთვის ბანკის პროდუქტებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი მოთხოვნებისა და საჩივრების დამუშავება/გადაჭრა;
** ტრანზაქციების ანგარიშგებების მომზადება, დოკუმენტაციის სათანადო დაარქივება და ნაღდი ფულის შეჯერების (Cash reconciliation) ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ნაღდი ფულის ოპერაციების მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება B6 საბანკო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარები, მათ შორის გუნდის წევრებთან, სხვა ბიზნეს გუნდებთან და კლიენტებთან ეფექტური სამუშაო ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე: hr@onepoint.ge
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
|
|
|
|