Робота для біженців з України
მძღოლი საკუთარი მანქანით - სადახლო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი საკუთარი მანქანით
მომწოდებელი: დუთი ფრი ფოინთს
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს "დუთი ფრი ფოინთს"-ის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტები, წარმოდგენილია საქართველოს ოთხ მთავარ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტზე: ყაზბეგი, სარფი, სადახლო და წითელი ხიდი. ძირითადი მიმართულებაა: თამბაქო, ალკოჰოლი და პარფიუმერია. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი გლობალური ბრენდები და ჩვენი მიზანია საერთაშორისო მოგზაურებისთვის ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი და ექსკლუზიური "დუთი ფრი" პროდუქცია

ადგილმდებარეობა: სადახლო, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველო
მისამართი: სასაზღვრო გამშვები პუნქტი
პოზიცია: მძღოლი საკუთარი მანქანით (5-6 ადამიანის სამგზავროდ)
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
მარშრუტი: დილით გამგზავრება ქ. თბილისიდან (ისნის მეტროდან) სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტამდე და უკან და საღამოს სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამგზავრება ქ. თბილისში.
ანაზღაურება: 3000-4000 ლარი (ამ თანხაში შევა საწვავი და მანქანის ცვეთა)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** B ან C კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მართვაში;
** ავარიების გარეშე მართვის ისტორია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის დაცვა ტრანსპორტში;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** კოლეგიალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@dutyfreepoints.ge; სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 593570501

შპს "დუთი ფრი ფოინთს" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე