|
დასახელება:
რეზერვაციების აგენტი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ინტურისტ პალასი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა - ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე სასტუმრო "Intourist Palace Batumi"-ში, რომელიც მდებარეობს ქალაქის შუაგულ ნაწილში და თითოეული სტუმრისთვის ქმნის დაუვიწყარი გამოცდილებას.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარებისა და ელფოსტების საფუძველზე რეზერვაციების მიღება და დამუშავება;
** ონლაინ არხებიდან (OTA, Booking.com და სხვა პლატფორმებიდან) მიღებული ჯავშნების მართვა;
** ოთახების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების კონტროლი Fina სისტემაში;
** სტუმრებთან პროფესიული და მეგობრული კომუნიკაცია;
** Fina სისტემაში შეკვეთების და ანგარიშგების მართვა;
** თანამშრომლობა გაყიდვების და ფრონტ ოფისის დეპარტამენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** Fina სისტემის ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: Hr@nqhospitality.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|