Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=701441&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას "ბუღალტრის დამხმარის" პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსური განათლება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური რეალიზაციის ზედნადებების ატვირთვა (საჭიროების შემთხვევაში);
** გაყიდული და შესყიდული საქონლის ზედნადებების და სხვა ოპერაციების გადატანა პროგრამაში (ORIS);
** ნაღდი ფულის სალაროს მოძრაობა, სალარო აპარატები;
** საწვავის ხარჯის კონტროლი და თვის ბოლოს აქტების შედგენა;
** მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.

სამუშაო საათები და ადგილი

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:00
** ქ.თბილისი, ქინძმარაულის 5

დასაქმების შემთხვევაში თანამშრომელს ჩაერთვება არდის სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე sergilabu@gmail.com და სათაურში მიუთითოთ "ბუღალტრის დამხმარე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია