Робота для біженців з України
ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

"ILARIA" ეძებს ქოფირაითერს პარტნიორი კომპანიისთვის:

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 3 000 ლარი
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის აღწერა:

ქოფირაითერი პასუხისმგებელია კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ტექსტური კომუნიკაციის შექმნასა და მართვაზე (კრიპტო ბირჟა და FinTech გადახდის სისტემა). სამუშაოს ფარგლებში შედის სოციალური მედიის, ვებ-გვერდის, ბლოგის, ელ.ფოსტის და ვიდეო კონტენტის ტექსტების მომზადება, ბრენდის ტონის დაცვა და კონვერსიის მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის პოსტების, ბლოგებისა და საინფორმაციო სტატიების ტექსტების მომზადება (Twitter/X, LinkedIn, Telegram, Instagram, Facebook, Reddit და სხვა);
** პროდუქტის და სერვისების (კრიპტო/ბლოკჩეინ და FinTech) აღწერების და კომუნიკაციის ტექსტების შექმნა;
** ვიდეო კონტენტის სცენარების (script) და Short/Reels/TikTok ტექსტების დაწერა;
** ელ.ფოსტის კამპანიების, პრომო-კამპანიებისა და ლანჩების კომუნიკაციის ტექსტების მომზადება;
** Tone of Voice-ის დაცვა და ბრენდის მესიჯინგის ერთიანობა;
** ტექსტების რედაქტირება, კორექტირება და კონტენტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** SEO ოპტიმიზებული ტექსტების მომზადება (Meta Title/Description, H1/H2 და სხვა);
** მომხმარებელთა, ბაზრის და კონკურენტების კვლევა და მონაცემებზე დაფუძნებული ტექსტური სტრატეგიის შექმნა;
** გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან მჭიდრო კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება ქოფირაითინგში/კონტენტ მენეჯმენტში (უპირატესობა FinTech ან კრიპტო ინდუსტრიაში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სოციალური მედიის, ბლოგებისა და პროდუქტის ტექსტების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
** SEO (საკვანძო სიტყვების კვლევა, ოპტიმიზაცია) ცოდნა;
** ტექსტების რედაქტირების, სტრუქტურირების და ხარისხის კონტროლის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრის და ტექსტის ადაპტაციის უნარი;
** Jira/Confluence, Notion, Trello/Asana და მსგავსი სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატივის ქონა და პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი ადაპტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოფირაითერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე