|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია "ILARIA" ეძებს რესტორნის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.
სამუშაო ფორმატი: კვირაში 6 დღე, 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
რესტორნის მენეჯერი პასუხისმგებელია რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ორგანიზებასა და მართვაზე. პოზიცია მოიცავს მომსახურების ხარისხის კონტროლს, გუნდის მართვას, ადმინისტრაციულ პროცესებს, დეპარტამენტებთან კოორდინაციასა და მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების დაგეგმვა და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის, სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** გუნდის მართვა, სამუშაოს გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და კონტროლი;
** თანამშრომელთა მოტივაცია და დისციპლინის მართვა;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაცია ახალი კერძების, მენიუს განახლებისა და რესტორნის სიახლეების შესახებ;
** დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა;
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია სასტუმროში;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** Excel-ის გამოყენების პრაქტიკული ცოდნა;
** POS-ტერმინალისა და დაჯავშნის სისტემების გამოყენების გამოცდილება;
** გუნდთან კომუნიკაციის კარგი უნარი და ლიდერული თვისებები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|