Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700763&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სენა ავტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
სენა ავტო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენების კონტროლი და ასახვა ბაზაში.
** საწყობის კონტროლი
** იმპორტირებული საქონლის (ავტონაწილები, ზეთები, ავტომობილები და სხვა) დოკუმენტაციის კონტროლი და ბაზაში ასახვა
** თვითღირებულებების განსაზღვრა.
** ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა.
** სამივლინებო ხარჯების დაანგარიშება, გადარიცხვების წარმოება;
** სალარო და საბანკო ოპერაციების შესრულება და პროგრამული ასახვა;
** საბუღალტრო ნაშთების კონტროლი
** ხელფასების აღრიცხვა
** შესყიდვებთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშფაქტურების პროგრამული ასახვა შესაბამისი ზედნადებების მიხედვით და დადასტურება.
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება (ყოველთვიური, წლიური);
** საპენსიო დეკლარაციების შედგენა
** რეალიზაციების ასახვა ბაზაში და მათი კონტროლი
** ფულადი სახსრების მიღების უზრუნველყოფა და შემოსავლების ასახვა ბაზაში.
** შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე ატვირთული ზედნადებების და ანგარიშფაქტურების შედარება ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ მონაცემებთან;
** სალაროს ოპერაციების და საბანკო ოპერაციების შესრულება
** დებიტორ-კრედიტორების შედგენა და ნაშთების სისწორეზე კონტროლი;
** ჰოლდინგის აუდიტის და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
** ბანკთან ფინანსური დოკუმენტაციის სწრაფი წარდგენა
** სესხებზე მონიტორინგი
** ფირმის მომგებიანობის კონტროლი
** ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა (როგორც გადასახადებში ასევე მიმდინარე საქმეებში)
** ყველაფრის ბაზაში სწორად ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** სავალდებულოა ბუღალტრული და ბიზნეს პროგრამების (ინფინატი, ორისი, სუპერფინი, ფინა, აპექსი, ინფო-ბუღალტერი და ა.შ. - ერთ-ერთი პროგრამის მაინც) საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: offoce@senamotors.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია